erimedia_ravk/crH5ytcVR.jpeg

ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა

ამბები
ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა
ამბები

ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა

erimedia_ravk/crH5ytcVR.jpeg
15 დეკ

ქალაქ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს იაპონელმა კოლეგამ, იაშიმასა ჰაიაშიმ უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველო-იაპონიის მრავალწლიან გამორჩეულ მეგობრობასა და პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიც არის ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი.

მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის კონტაქტებს, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ერთიან ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების ისეთ პოტენციურ სფეროებს როგორიც არის ეკონომიკა, დაკავშირებადობა, მდგრადი განვითარება, ენერგო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ ეკონომიკური განვითარებაზე და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ასევე აღნიშნეს ის მზარდი როლი რომელიც არსებული გამოწვევების ფონზე აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის გათვალისწინებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს აქვს დიდი და სტაბილური საინვესტიციო პოტენციალი და იაპონური მხარე დაინტერესებულია ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარებით. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდა საიუბილეო წლის აღსანიშნავად. შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო