erimedia_ravk/0EE3hgZSg.webp

ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ამბები
ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ამბები

ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

erimedia_ravk/0EE3hgZSg.webp
22 სექ

2023 წლის 21 სექტემბერს,ნიუ - იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას.

"მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა. მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფონზე, იმედი გვაქვს, რომ მომავლის სამიტი ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას" - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა მომავლის სამიტის დეკლარაციის მიღების აუცილებლობა,რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევასა და გააძლიეროს მულტილატერალიზმი.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა,რომ მომავლის სამიტის დეკლარაციამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის, ასევე გაეროს წესდების სერიოზული დარღვევები და მასში ხაზგასმულ იქნას აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაცვისა და გაძლიერების მნიშვნელობა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების სრულად განხორციელებისადმი საქართველოს მზაობა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დეკლარაციაში მდგრადი განვითარების სამივე განზომილების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას. მან ასევე კლიმატის ცვლილების გადაჭრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა,რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო