ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/sJ2-BrW4g.jpeg

პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, საიმონ კოვენის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ირლანდიის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

„საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ ასპირაციას და ამ კუთხით ირლანდიის მხარდაჭერას.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკანონმდებლო დონეზე არსებულ წარმატებულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო