ილია დარჩიაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ილია დარჩიაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ილია დარჩიაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ElDMv4nVg.webp

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან - ჯიჰან სულთანოღლუსა და ვიორელ მოშანუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას, რათა მიღწეულ იქნას ხელშესახები პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას. ხაზი გაესვა ამ ფონზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, როგორც დეოკუპაციის, ისე შერიგებისა და ჩართულობის განზომილებებში. აღინიშნა ამ პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობის აუცილებლობა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენებისა და რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო