ილია მეორემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

ამბები/ წყარო: patriarchate.ge
ილია მეორემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
ამბებიწყარო: patriarchate.ge

ილია მეორემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/h-972k7Vg.jpeg

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ილია მეორის მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ბატონო კასიმ-ჟომარტ ტოკაევ,

თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარევ, ბატონო მაულენ საგატხანული აშიმბაევ,

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტო ალექსანდრე,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს, - პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, - ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის.

საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში.

ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით.

ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი!

ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.

მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო