იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი“ - გაძვირდება თუ არა „ჰერბიას“ პროდუქცია

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი“ - გაძვირდება თუ არა „ჰერბიას“ პროდუქცია
ამბებიწყარო: www.bpn.ge

იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი“ - გაძვირდება თუ არა „ჰერბიას“ პროდუქცია

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/n5L7RrW4R.jpeg

„ზაფხულში, ჩვენთვის სარფიანი და მეტად საინტერესო შიდა ბაზარია, ამიტომ მუდმივად ასე ხდება, რომ ექსპორტს ვამცირებთ და ძირითადად, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა, ზურაბ ჯანელიძემ.

მისი თქმით, „ჰერბიას“ პროდუქცია, ბოლო პერიოდში ძირითადად ბულგარეთის ბაზარზე გადის, ხოლო ექსპორტის წილი საერთო წარმოების, დაახლოებით 1%-ია.

„5-6 წლის წინ, იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი, რადგან წარმოება ადგილობრივ მოთხოვნასა და ექსპორტს ერთდროულად ვერ დაეწია, ამიტომ პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარს მივანიჭეთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ზურაბ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კომპანია ყოველწლიურად გაყიდვებს 30-40%-ით ზრდის. ხოლო, რაც შეეხება ფასებს, „ჰერბია“ უკანასკნელად ერთი წლის წინ გაძვირდა და მას შემდეგ ფასზე ცვლილება არ მომხდარა. „იმის გამო, რომ ენერგო მატარებლებზე იზრდება ფასები და სხვა დამხმარე საჭირო საშუალებებზე, ახლა იძულებულები გავხდებით, ფასებში პატარა კორექტირება შევიტანოთ“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო