იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ დიდ ბრიტანეთში

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ დიდ ბრიტანეთში
ამბებიწყარო: www.bpn.ge

იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ დიდ ბრიტანეთში

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/yNi88vGVR.jpeg

წელს, 7 თვეში, საქართველო-გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 63,256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5,379 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 57,878 მლნ აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება კონკრეტულად ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელს, წელს 7 თვეში საქართველოდან ბრიტანეთში 7,425 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 12,002 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, 2022 წელს (იანვარ-ივლისში) გაერთიანებული სამეფოდან საქართველომ 55,830 მლნ აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 45,875 მლნ აშშ დოლარის.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, რას ვყიდით და ვყიდულობთ დიდ ბრიტანეთში.

ტოპ-10 ექსპორტირებული საქონელი, 2022 წლის 7თვის მონაცემი:

  • ფეროშენადნობები - 1,563 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,034 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 869.2 ათასი აშშ დოლარი
  • სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისგან - 820.1 ათასი აშშ დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 724.1 ათასი აშშ დოლარი
  • მანგანუმის ოქსიდები - 618 ათასი აშშ დოლარი
  • ბლუზები, პერანგები და "ბატინკები" ქალის ან გოგონასი - 546.9 ათასი აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 537 ათასი აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 107.4 ათასი აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონების - 73 ათასი აშშ დოლარი
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო