ინდოეთმა დაადასტურა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ იქნება მიწვეული
ინდოეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ იქნება მიწვეული. ღონისძიების ვებგვერდზე მოწვეული ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არაა მითითებული.
„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების გარდა სამიტზე ასევე მიწვეულები არიან ბანგლადეში, ეგვიპტე, მავრიკი, ნიგერია, ესპანეთი, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და სინგაპური.
მანამდე ინდოეთის წარმომადგენელმა კითხვაზე, მიიღებს თუ არა ინდოეთი ზომებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მონაწილეობით ანტირუსული კოალიციის ჩამოყალიბებაში, განაცხადა, რომ „დიდი ოცეული“ ეკონომიკური ფორუმია.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო