ინდოეთმა მზისკენ თავისი პირველი მისია გაუშვა
ინდოეთმა მზის შესასწავლად კოსმოსში რაკეტა Polar Satellite Launch Vehicle (PSLV) წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქვეყნის პირველი მისიაა ჩვენი სისტემის ვარსკვლავისკენ. PSLV-ზე განთავსებულია კოსმოსური ობსერვატორია Aditya-L1, რომელსაც სახელი ინდურ მითოლოგიაში მზის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს.
ობსერვატორია 1,5 მილიონ კილომეტრს გაივლის - დედამიწიდან მზემდე არსებული დისტანციის 1%-ს და ლაგრანჟის წერტილში გაჩერდება - ეს არის ადგილი, სადაც ორი დიდი ობიექტის - მზისა და დედამიწის გრავიტაციული ძალები ერთმანეთს ანეიტრალებს. ამ წერტილამდე მისასვლელად რაკეტას 4 თვე დასჭირდება.
ამის შემდეგ Aditya-L1 მზის გარშემო მოძრაობას და ვარსკვლავზე დაკვირვებას დაიწყებს. მეცნიერების თქმით, მზის აქტივობის უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ.
ცოტა ხნის წინ ინდოეთმა წარმატებით დასვა მისია მთვარეზე. „ჩანდრაიანი 3“-ის მოდული „ვიქტრამი“ მთვარის ზედაპირზე 23 აგვისტოს დაჯდა. ეს პირველი აპარატია, რომელიც დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე მუშაობს.