ინტერნეტთაღლითების ახალი სქემა - როგორ იპარავენ ფიშერები ფულს ონლაინ მყიდველის სტატუსით?
16 აგვისტო, 2022

საქართველოში ინტერნეტთაღლითობა კვლავ გამოწვევად რჩება. თაღლითები ადამიანთა დიდი ჯგუფების შეცდომაში შესაყვანად ქმნიან ახალ სქემებს, რომელთა ამოცნობაც სულ უფრო რთულდება.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა არის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Mymarket.ge-ის მომხმარებლების მონაცემთა უკანონოდ დაუფლება და მათი პირადი ანგარიშებიდან თანხის მოპარვა. ინტერნეტთაღლითები შემდეგნაირად მუშაობენ:
- უკავშირდებიან კლიენტებს როგორც მყიდველები და ნივთის შეძენის სურვილს გამოთქვამენ, შემდეგ საფასურის ჩასარიცხად უგზავნიან ბმულს, რომლის ველებშიც კლიენტმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს, CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული, ბარათის მოქმედების ვადას, ბარათის ორივე მხარის ფოტოსურათს და ტელეფონზე მიღებულ ერთჯერად კოდს. კიბერთაღლითობის აღნიშნული ფორმა ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა, რომ ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში ერთმანეთს თავიანთ შემთხვევებს უამბობდნენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ;
- ყალბი მყიდველები კლიენტებს ნივთის გასაგზავნად აწვდიან ყალბ ფიშინგ ბმულებს ან Mymarket.ge-სთვის მიმსგავსებულ ბმულს და სთხოვენ ბარათისა თუ სხვა პირად მონაცემებს.
კიბერთაღლითები სხვის კუთვნილ ფინანსებს უძრავი ქონების ვებგვერდების მეშვეობითაც ეუფლებიან:
- ქონების ყიდვა/გაყიდვა-გაქირავების ვებგვერდის მეშვეობით ყალბი დამქირავებელი უკავშირდება ქონების მესაკუთრეს და „მორიგების“ შემდეგ თანხის ჩასარიცხად უგზავნის ბმულს, რომელიც მიმსგავსებულია იმავე ან რომელიმე საერთაშორისო ვებგვერდს (მაგალითად, „ვესტერნ იუნიონი“). ბმულზე მითითებულ ველებში კი მესაკუთრემ თავისი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. ნებისმიერი სქემის შემთხვევაში, თაღლითები სწრაფად იპარავენ თანხებს ანგარიშიდან და დაზარალებულებისთვის მათი მიკვლევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
