erimedia_ravk/9jNe5pjIR.jpeg

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

ამბები
იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა
ამბები

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

erimedia_ravk/9jNe5pjIR.jpeg
15 აგვ

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ივლისში, საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.

„მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა. მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები შიჰანის მთაზე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, ისინი ქართველთა მონასტრის ტერიტორიაზე ჩაატარებენ დაზვერვით არქეოლოგიურ სამუშაოებს და შეიმუშავებენ პროექტს ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. ქართველ არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელიც.

მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვის პროცესში იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ.

ქართული ექსპედიცია იორდანიაში ბოლო წლების მანძილზე ვეღარ საქმიანობდა; მანამდე, ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა; მოგვიანებით გარკვეული მიზეზების, მათ შორის, პანდემიის გამო ქართულმა მხარემ არქეოლოგიური სამუშაოებისა და კვლევის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქართველთა უდაბნო-მონასტერი ქალაქ კარაკში ყველაზე მაღალ მთაზე, შიჰანზე მდებარეობდა. ის მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა, გაბრიელ თბილელმა დააარსა და სიცოცხლის ბოლო წლებიც ამ მონასტერში გაატარა. უდაბნო-მონასტერი მე-13 საუკუნემდე არსებობდა. შემორჩენილია მონასტრის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული. მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (ერთგვარი ფილიალი) იყო“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო