erimedia_ravk/1PCcJLIVR.jpeg

იყო თუ არა ვაკის პარკის შადრევანში უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული - ლაშა ფურცხვანიძის განმარტება

ამბები
იყო თუ არა ვაკის პარკის შადრევანში უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული - ლაშა ფურცხვანიძის განმარტება
ამბები

იყო თუ არა ვაკის პარკის შადრევანში უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული - ლაშა ფურცხვანიძის განმარტება

erimedia_ravk/1PCcJLIVR.jpeg
17 ოქტ

ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო, განაცხადა „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გრძელდება. ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკვე მესამედ გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ამ წუთებში მოწმეებიც იკითხებიან. საგამოძიებო უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.

ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა თუ რა შეკითხვები ჰქონდათ საგამოძიებო უწყების სარმომადგენლებს.

„შემოწმებული იყო ელექტროობა დაინსტალირების დროსაც და მერეც. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ამის შემდეგ რა პასუხისმგებლობა იქნება სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო