ირაკლი ღარიბაშვილი - ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით მოსაზრებები გავცვალეთ
20 სექტემბერი, 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. გავცვალეთ მოსაზრებები საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში იმყოფება. პრემიერი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.