erimedia_ravk/0rhPhELIR.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის

erimedia_ravk/0rhPhELIR.jpeg
11 მაი

ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, აგენტობა არის ღალატი. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.

"მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის - მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი - ეს არის ქართული, საქართველოს ინტერესი. ჩემი რჩევა იქნება, რომ იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო