erimedia_ravk/2MJfeOGSg.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანთან გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივა გვაქვს ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელური, მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანთან გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივა გვაქვს ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელური, მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანთან გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივა გვაქვს ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელური, მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის

erimedia_ravk/2MJfeOGSg.jpeg
8 ოქტ

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკაშირებით, მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხები, აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტით, შარშანაც გვქონდა რეკორდული წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს აზერბაიჯანთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ასევე, მიმოვიხილეთ „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზები მოდერნიზებას. ამ მხრივ აზერბაიჯანს დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები, საქართველოშიც ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას და რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ასევე ვიწყებთ ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე, ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ამასთან, რამდენიმე თვეში დასრულდება ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილის-ყარსის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ პერსპქტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელური. ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანთან გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო