ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/StGGzmiVR.jpeg

მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანამ აგვისტოს ომის დღეებში უდიდესი ტკივილი გამოიარა.

„ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. დღეს ყველანი შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს, სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი – 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის შემდეგი: ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი - გიორგი კობერიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო