erimedia_ravk/I4lOXbZSR.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ მეგობრებს არ ექნებათ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ქვეყნისა და ხალხისთვის

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ მეგობრებს არ ექნებათ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ქვეყნისა და ხალხისთვის
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ მეგობრებს არ ექნებათ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ქვეყნისა და ხალხისთვის

erimedia_ravk/I4lOXbZSR.jpeg
29 სექ

კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა, გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მათ ღიად ვესაუბრე. ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა, გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში, მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ, ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ისევე, როგორც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ე.წ. ტრიოს ფორმატში, უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ფორმატში ყოველთვის იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველო ყველა მიმართულებით წინ უსწრებს მოლდოვასაც, უკრაინასაც, შედარება არ შეიძლება“.

„არსებობს უამრავი სფერო და მიმართულებები, წინ ვართ ამ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ არავისი კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა, ყველას ვუსურვოთ უფრო მეტი პროგრესი, მაგრამ ერთი რამ მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, მე მათ ვუთხარი პირდაპირ, ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს. სხვა შემთხვევაში, ამოუხსნელი იქნება მათი ეს გადაწყვეტილება. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. შარშან არც მოლდოვას, არც უკრაინას არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი პრიორიტეტი, არც ერთი პირობა და მათ ავანსად, ე.წ. ბონუსად მისცეს სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ, ამდენი რაღაც გავაკეთეთ, მანამდეც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ახლაც, ერთი წლის განმავლობაში ამდენი რამე გავაკეთეთ, ასეთი ღია, გამჭვირვალე პროცესი ვმართეთ.

აშშ-ის შემდეგ ილია დარჩიაშვილი იყო უკვე ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური მესიჯები, გზავნილები მოდის ევროპიდან. არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე პუნქტი, რაც დაგვიტოვა ბორელის გუნდმა, ბოლო დაზუსტებები, ამაზეც იცით, რომ ირაკლი კობახიძე გამოვიდა, თქვა, ამ ყველაფერს ვასრულებთ, შევასრულებთ, ძალიან მალე დაიხურება ეს პროცესი, თვის ბოლომდე, ამიტომ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო