ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

erimedia_ravk/s2Vklv4Vg.jpeg

რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია. ომი არ წყდება, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია, 22%, 23%, 24% არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელოდება ყველა ევროპული სახელმწიფო. ახლა გაერო-ს ფარგლებში, მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მთავრობების საზრუნავი. რატომ, რადგან რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს, რადგან ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესმა თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, მთავრობამ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, სტაბილურობა, ნაკლები ემოციები და ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო