ირაკლი ღარიბაშვილი - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა პრეზიდენტისგან

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა პრეზიდენტისგან
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა პრეზიდენტისგან

11 ივნისი, 2022

erimedia_ravk/VTJ045jnR.webp

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელიდან სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა“.

„მინდა ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე და მთავარი - ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებმა კანონის ზედმიწევნით შესრულების და კონსტიტუციის დაცვის მაგალითი უნდა მივცეთ ყველას. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ხსენებულ ვოიაჟს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც პრეზიდენტისგან მივიღე, ხელი მოვაწერე, ყველა მისი თხოვნა და მოთხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო. გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომე ბრიუსელიდან გააკეთა. კითხვას ვუსვამ ყველას - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ დღეის მდგომარეობით სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა.

კითხვას რომ მისვამთ [მოიტყუა თუ არა პრეზიდენტმა] ანუ რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე მტკიცებულებებით გეუბნებით, რომ არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა - ყველა დავუკმაყოფილეთ. სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსებნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“. „მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ. რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მთლიანად გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ირაკლი გოგავა - არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა ან არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა
სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება
კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი
Სარეკლამო
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონზეც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანია გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
მეტის ჩვენება
Სარეკლამო