ირაკლი ღარიბაშვილი და იგნასიო კასისი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ეხმაურებიან

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი და იგნასიო კასისი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ეხმაურებიან
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი და იგნასიო კასისი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ეხმაურებიან

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/zSCmYanVg.jpeg

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში იგნასიო კასისთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. ყურადღება გავამახვილეთ ურთიერთობების გაღრმავების გზით ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებაზე. ვაპირებთ გამოვიკვიოთ ახალი გზები ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში, რათა გამოვავლინოთ მისი სრული პოტენციალი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, იგნასიო კასისი:

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან.

შეხვედრის მთავარი თემები იყო ჩვენი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები, მათ შორის: ომი უკრაინაში, უსაფრთხოება ევროპაში, ენერგეტიკული კრიზისი და შვეიცარიის, როგორც დამცავი ძალის მანდატი საქართველოსა და რუსეთს შორის", - წერს ტვიტერში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, იგნასიო კასისი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო