erimedia_ravk/J9XZIIB4R.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარეს შეხვდა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარეს შეხვდა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარეს შეხვდა

erimedia_ravk/J9XZIIB4R.jpeg
22 მარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარეს, კენეტ უოლაკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა არაერთ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა შედეგებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო