ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/8YHlDUZVg.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარეს შტეფენ რუსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორობას.

აღინიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზებით, თბილისში პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დაცვის სამსახურებიდან 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციის მომხსენებლები მიმოიხილავენ უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და სამსახურის სპეციფიკის ძირითად მიმართულებებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო