ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა

ამბები/ წყარო: www.facebook.com
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა
ამბებიწყარო: www.facebook.com

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/wMPUZmV4g.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე, მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, ფონდის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო „განვითარების ჯილდო" გადასცა.

საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს“, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე, ხოლო მსოფლიო რაგბის დელეგაციის მხრიდან: აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დევიდ ქარიგი ესწრებოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო