ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/SZBWik74R.webp

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი.

აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში.

აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმალობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში.

მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო