erimedia_ravk/rXgYNzvVR.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

erimedia_ravk/rXgYNzvVR.jpeg
3 ნოე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საქართველოში სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

აგრეთვე, აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, მათ შორის, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან, ორმხრივ შეთანხმებას.

საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰადას მეიცადს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო