erimedia_ravk/GtLa2N-Vg.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს შეხვდა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს შეხვდა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს შეხვდა

erimedia_ravk/GtLa2N-Vg.jpeg
10 მარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.

„განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო