erimedia_ravk/ner_se64R.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

erimedia_ravk/ner_se64R.jpeg
15 აგვ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განსახილველ საკითხებს შორის იყო ინფლაციის დაბალი დონე და ბიუჯეტის შესრულების დინამიკა.

"ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით კი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 1 331.1 მლნ ლარის გადაჭარბებით შეასრულა. მიმდინარეობს 203 კმ მაგისტრალური გზების მშენებლობა, რომლის გახსნაც, ეტაპობრივად, 2023 -2024 წლებშია დაგეგმილი. ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს 1800 კმ-მდე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია. 167 მდებარეობაში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების, 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების, პროექტები. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარეობს ახალციხის, ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს, ბოლნისის, წნორის სპორტული კომპლექსებისა და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაწყებული საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 130 ახალი ბაღების მშენებლობაზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და ტენდერების გამოცხადება გრძელდება.

სხდომაზე განიხილეს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 80 ახალი სკოლის მშენებლობისა და 200 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. მომდევნო ეტაპი 2024 წელს დაიწყება და 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობა-გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული 11 მდებარეობის განვითარებისთვის, გამოცხადებულია 8 ტენდერი.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2023 წლის I-II კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1,804,529,935 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9% აღდგენაა. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 57.9%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში, 2023 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ასევე განიხილეს ახალი ავიამიმართულებათა დამატებისა და ჩინეთთან ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას.

სხდომაზე მსხვილი ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო