ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

8 ოქტ

erimedia_ravk/igBbveVVR.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე", დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს.

სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა - მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას - “მშვიდობა და უსაფრთხოება”.

დისკუსიებს ასევე თავმჯდომარეობდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი - ედუარდ ჰეგერი, მოლდოვის პრეზიდენტი - მაია სანდუ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - კირიაკოს მიცოტაკისი, შვეიცარიის პრეზიდენტი - იგნასიო კასისი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - რობერტ გოლობი და ისლანდიის პრემიერ-მინისტრი - კატრინ იაკობსდოტირი.

erimedia_ravk/uhvfv644R.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო