erimedia_ravk/VT6RCOEIR.jpeg

ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტში ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი, შესწორება ვერ შეიტანა, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი კანონი სამართლებრივად გამართულია

ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტში ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი, შესწორება ვერ შეიტანა, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი კანონი სამართლებრივად გამართულია
ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტში ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი, შესწორება ვერ შეიტანა, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი კანონი სამართლებრივად გამართულია

erimedia_ravk/VT6RCOEIR.jpeg
19 მაი

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი და ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტი, ერთი წინადადება არის დამატებული, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე, მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა.

„კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს ვეტო არის ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა ჩამოვა ალბათ მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი. პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო