ირაკლი ქადაგიშვილი განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს, „კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები“

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი ქადაგიშვილი განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს, „კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები“
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი ქადაგიშვილი განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს, „კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები“

22 ივლისი, 2022

erimedia_ravk/-KfX8LRVR.webp

ერთი მარტივი მოცემულობით გამოვდივართ - თითქოს, ვინც რუსებზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დავინახეთ, რომ მისმა პოლიტიკამ მოგვიტანა რუსეთის ყველაზე უფრო მწვავე ყოფნა საქართველოში და შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მუდარა, რომ პუტინს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაველაპარაკებით , - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტია თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას, რომ "რუსეთს უფრთხილდებიან - ვაიმე, რაიმე არ ვაწყენინოთ". ქადაგიშვილის თქმით, მოქმედებენ ისე, "რომ საქართველოში რუსეთის აგრესია არ გაძლიერდეს და რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე სახვეწარი არ გვქონდეს." ამასთან, როგორც ის განმარტავს, ყველა საერთაშორისო დონეზე გმობენ, რუსეთის აგრესიას უკრაინაში. " რაც შეეხება იმას, როგორია საქართველოს საერთაშორისო ვექტორი და ქვეყნის მუშაობა საგარეო მიმართულებით, ჩვენს პოზიციას მკაფიოდ ვამბობთ და გამოკვეთილია კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ახლახანს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი, სადაც საქართველო განსაკუთრებული სტატუსით იყო მიწვეული, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ახალი პოლიტიკის შემუშავების პირობებში, საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. ამასთან, ამერიკის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციის აქტი მიიღო, სადაც მათ შორის საქართველოზე კვლავ არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამთ - კანდიდატის სტატუსი არაობიექტურად არ მოგვანიჭეს, ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ, რომ ქვეყანას აქვს მძლავრი შესაძლებლობა, მესიჯი ევროპულ პერსპექტივაზე და ისევე, როგორც 2 სხვა სახელმწიფო, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა საქართველოს პროგრესის გზაზე შესაძლებელი გახდეს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა. ამასთან, ქადაგიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ცდილობს, "კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და თავისი უფლებამოსილებები და აქედან გამომდინარე, თავის თავს უფლებას აძლევს, იმის ნაცვლად, რომ ნეიტრალური იყოს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო