erimedia_ravk/qUwZqykSg.jpeg

ირაკლი ქარქაშაძე - სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს

ამბები
ირაკლი ქარქაშაძე - სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს
ამბები

ირაკლი ქარქაშაძე - სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს

erimedia_ravk/qUwZqykSg.jpeg
6 სექ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

„პროექტირების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც სატრანსპორტო ჰაბი – ლოგისტიკური და სამგზავრო გადაზიდვების თვალსაზრისით,“ – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში – „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ არის ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო