ირაკლი კობახიძე - 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/lZbjDwz4R.webp

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ უკიდურესად მცირეა­ რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ“.

როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე.

„31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო