erimedia_ravk/KGZtIpPIR.jpeg

ირაკლი კობახიძე - აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს

ამბები
ირაკლი კობახიძე - აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს
ამბები

ირაკლი კობახიძე - აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს

erimedia_ravk/KGZtIpPIR.jpeg
20 მაი

აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი მიზანი, დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ამას ვერ მიაღწიეს 2022 წელს, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ამის იმედი არ დაუკარგავთ.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რას ნიშნავს უკრაინის ბედის გაზიარება და რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგად უკრაინაში დაღუპულია ათი ათასობით ადამიანი. კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებელია 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 2/3 ან ქვეყნიდან გავიდა, ან დაიღუპა. საუბარია უკრაინის გენოფონდის განადგურებაზე. ეს არის ის, რისიც შურთ ჩვენს ოპონენტებს. დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე უკრაინელი ან დევნილად არის ქცეული ქვეყნის შიგნით, ან ლტოლვილად – გასულია ქვეყნიდან. ეკონომიკა განადგურებულია, მარტო პირველსავე წელს 30% ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, რაც სრულ კატასტროფას ნიშნავს. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე ჰქონდა ოკუპირებული ომის დაწყების მომენტისთვის. ომის ფონზე უკრაინაში ხელს ითბობენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები და ყვავის კორუფცია, გაუქმებულია არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზოგადად დემოკრატიის ცნებასთან. ამ ყველაფრის შურთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა მარტო შურთ, მათ სურთ ეს ყველაფერი იხილონ საქართველოში, მათ სურთ, საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ.

ფაქტია, მათ იმედი არ დაუკარგავთ და მათ მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება იმაში, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სიმშვიდე, რაც ასე სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო