ირაკლი კობახიძე - ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ირაკლი კობახიძე - ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი
ამბებიწყარო: imedinews.ge

ირაკლი კობახიძე - ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/2ClLb-74R.jpeg

ორჯერ აგორდა ეს კამპანია - მარტში და ზაფხულში - იმასთან დაკავშირებით, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი რუსი ტურისტი, რომელიც შემოსულია საქართველოში, შეიძლება გახდეს რისკ-ფაქტორი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უწყებები პროცესს სრულად აკონტროლებენ და რისკები არ არსებობს.

„დამთავრდა ტურისტული სეზონი, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც - არაფერი. რასაც ვამტკიცებდით, ის დამტკიცდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის სპეკულაციური კამპანია და ისტერიკა, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ნულოვან საფუძველზე იყო დამყარებული. ახლა ამ ისტერიკის მესამე ტალღას ვხედავთ. ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი. ამას ხომ არავითარი საფუძველი არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება არის საიმედო ხელში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ კამპანიის ავტორების მთავარი ამოცანა არის სამართალდამცავი უწყებების შერყევა, რადგან მათ იციან, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საყრდენი სწორედ ეს სტრუქტურებია - შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო