ირაკლი კობახიძე - არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას - არახამია არის არაკაცი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას - არახამია არის არაკაცი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას - არახამია არის არაკაცი

25 ივლისი, 2022

erimedia_ravk/SU-JrCgVR.webp

არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. „ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე. ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არაკაცია“. „არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, - დასძინა კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო