ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას მძიმე რეაქცია ექნება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას მძიმე რეაქცია ექნება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას მძიმე რეაქცია ექნება

13 ივნისი, 2022

erimedia_ravk/ZwmJ80Cng.webp

წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმედ მისაღები იქნება. „ჩვენ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა. ამას არ ვიცი რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირს. გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია. იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და დავსაჯოთ, ანუ მათ მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, რომ დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები.

ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და ასევე, დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო