ირაკლი კობახიძე - ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/7GSE9T74R.jpeg

ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, ეს არის ის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-მ დაასანქცირა ირანული თვითმფრინავი, რომელმაც სავარაუდოდ, საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად.

„ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, ეს არის ის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი და რა თქმა უნდა, ამ პრინციპს ბოლომდე გავყვებით. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე და მომავალშიც დავიცავთ. თუ დავინახავთ, რომ რაღაც ქმედება ნიშნავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბუნებრივია, შესაბამისი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

მის თქმით, ამ თემაზე განმარტება ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.

„ეს განმარტება სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ჩვენ არ დაგვიშვია სანქციებისთვის გვერდის ავლა. თუ მომავალში გარემოებები შეიცვლება ან უკვე შეცვლილი არის, ამას ეკონომიკის სამინისტრო გადახედავს“,-განაცხადა კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო