ირაკლი კობახიძე - დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/wNUSgLz4R.webp

დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივ ომის რიტორიკა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას, რომლის თქმით, „თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას“. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ომის რიტორიკა კონკრეტული ადამიანებისგან მოდის და ისინი ხელისუფლების ოპონენტებთან არიან დაკავშირებული. „დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივ ომის რიტორიკა, რაც კონკრეტული ადამიანების მხრიდან მომდინარეობს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენს ოპონენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს. ყველასგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ხშირად არ ხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედია24 Канал-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო