ირაკლი კობახიძე - ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განკარგულება პრემიის გაზრდის თაობაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია 850 ათასი ლარის ოდენობით. გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღე გადაწყვეტილება, პრემიის მოცულობა გავზარდოთ სამ მილიონ ლარამდე. სამი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო