ირაკლი კობახიძე - გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას უკავშირდება, შეიძლება ლოგიკურიც იყოს მისი საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოწვევა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას უკავშირდება, შეიძლება ლოგიკურიც იყოს მისი საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოწვევა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას უკავშირდება, შეიძლება ლოგიკურიც იყოს მისი საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოწვევა

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ux2X5eW4g.webp

კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე ხელმოწერას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა ლოგიკურიც კია, რომ მთავრობამ უკან გამოიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც დავით ბაქრაძის არდანიშვნას ეხებოდა.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლებისას. რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული, როცა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. ჩვენი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. რაც შეეხება სარჩელის გამოტანას, რომელიც მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს წარდგენილი, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდება მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა, თუმცა, ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს. თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში. მთავარი ჩვენთვის ის არის, რომ ყველაფერი დაბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში და მომავალში ელჩები დაინიშნებიან იმ წესით, რა წესსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი 30 აგვისტოს მოაწერა. თუმცა, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ მისი დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და პრეზიდენტს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

„არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო