erimedia_ravk/rRm9Yg-4g.jpeg

ირაკლი კობახიძე - ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება

ამბები
ირაკლი კობახიძე - ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება
ამბები

ირაკლი კობახიძე - ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება

erimedia_ravk/rRm9Yg-4g.jpeg
7 მარ

ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კომპრომისული კანდიდატი - ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ლევან იოსელიანს ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო 90 ხმის შეგროვება.

„მინდა მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ლევანს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. რა თქმა უნდა, მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის რომ, სახალხო დამცველის არჩევა აუცილებლად საჭირო იყო, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში.

მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა სამწუხაროდ, მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და მათ არ მიიღეს მონაწილეობა დღევანდელ კენჭისყრაში. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებაზე და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა, მათ შორის, ის, როდესაც ჩვენი გმირი წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს ეკლესიას აგინებ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთი ფარისევლობის გაგრძელება იყო ის, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო