ირაკლი კობახიძე - „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ირაკლი კობახიძე - „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები
ამბებიწყარო: imedinews.ge

ირაკლი კობახიძე - „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/PO9oE3MVg.jpeg

"ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი ბუნებრივია ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, იმიტომ, რომ ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკური მოთხოვნებით, ISFED-ი ჯერ პი-ვი-ტის აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და მერე პირდაპირ დადგა სცენაზე და დააყენა მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში.

„ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის მე მგონი ბოლომდე გასაგებია, რატომ ვერ ჩაერთვება. პი-ვი-ტი გააყალბა და მერე სცენაზე დადგა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მშვენიერაძეს და ა.შ. აღარ ვთვლი.

მეორე არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი ბუნებრივია ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, იმიტომ, რომ ისი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაპოზიციონირდნენ ბოლომდე, როგორც პოლიტიკური პარტიები.

ერთადერთი, რაც განასხვავებს მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ეს არის სიმდიდრე, ისინი არიან უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი, ასეთ პირობებში არ მგონია საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის, ან TI-ის არ ჩართვა სამუშაო პროცესებში” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო