ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში ვართ, დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ, აქ კუ არა „ქართული ოცნება“, არამედ სახელმწიფოა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში ვართ, დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ, აქ კუ არა „ქართული ოცნება“, არამედ სახელმწიფოა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში ვართ, დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ, აქ კუ არა „ქართული ოცნება“, არამედ სახელმწიფოა

24 ივლისი, 2022

erimedia_ravk/5TPtF_RVg.jpeg

ევროპარლამენტარებთან ძალიან მეგობრული შეხვედრა გვქონდა, გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ეს, შეხვედრა მეგობრულ სტილში გაიმართა. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ძირითადად, ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. ჩვენ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დეტალური გეგმა, რაც გულისხმობს პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას, ფორმატების შეთავაზებას, ვადებს და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იყო ევროპარლამენტართა პოზიცია მმართველი გუნდის ხედვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გეგმა იმდენად მკაფიოა და დეტალურად გაწერილი, მისი გაკრიტიკებისთვის საბაბიც კი არ არსებობს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კრიტიკის საფუძველიც კი არ დატოვა, მაგრამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ პირობებშიც ახერხებს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება მათ სუბიექტურ ინტერესებში არ შედის.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას მოლოდინი, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება დასავლელი პარტნიორების გზავნილებიდან გამომდინარე, სადაც ისინი მკაფიოდ მიუთითებენ, რომ მათი სურვილია, პროცესში ოპოზიციის სრული სპექტრი ჩაერთოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ კარი ღიაა და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

„ჩვენ ჩვენს საქმიანობაზე შეგვიძლია, ავიღოთ პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი საქმეა, რას გააკეთებენ და რას არა, ჩვენ, ასეც და ისეც, კეთილსინდისიერად უზრუნველვყოფთ 12-ვე პუნქტის შესრულებას ევროპული სტანდარტების მიხედვით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკშია.

„ჩვენ მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში. დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, რაღაც პროცესში შემოვიდნენ კონსტრუქციულად. ეს არის მათი ბუნება. ასე იყვნენ ცხრა წელი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც იგივეა, 10 წელი, როცა ოპოზიციაში არიან. როცა საუბარი გვაქვს „კუ და მორიელზე, აქ კუ არის არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო