ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/JB-YDOG4g.webp

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დოკუმენტში ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, საუბარია კანონიერი მოსმენაზე.

„რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამთ, იგივე იყო არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ვენეციის კომისიამ ჩემთვის გაუგებარი რამ დაწერა - პროცედურასთან დაკავშირებით დაწერა შენიშვნები.

უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, აქ საუბარია კანონიერი მოსმენის მოწესრიგებაზე. არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო მოსმენებთან. ყოველგვარი სამართლებრივი შენიშვნის გარეშე გვეუბნებიან, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა არ აღიჭურვოს ძლიერი ბერკეტით. ვეუბნებით, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. გვითხარით, სად არის აცდენილი სტრასბურგის პრაქტიკას ან საერთაშორისო სტანდარტებს, ნული შენიშვნა. მაინც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ და ა.შ.",- განაცხადა კობახიძემ

კითხვაზე, პრეზიდენტს რა ინტერესი ჰქონდა, როდესაც თქვა რომ "დღეს ნებისმიერი მოქალაქე კონფიდენციალური საუბრის დროს ცდილობს გამორთოს ტელეფონი ან დაშალოს?“ - კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და „საქართველოში ტელეფონის დაშლის თემა ვანო მერაბიშვილთან ერთად საქართველოს ისტორიას ჩაბარდა“.

როგორც კობახიძემ გადაცემაში განაცხადა, იციან „თუ რატომ ჩაჯდა პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში“. „პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. რატომ, როგორ, ჩვენ ეგეც ვიცით, მაგრამ ცალკე თემაა. ჩვენ ამდენ სიმართლეს ვერ ვამბობთ. ოთხეული გამოვიდეს და თქვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ოთხეულმა რეალურად ძალიან ბევრი რამ იცის“.

„ზოგჯერ, როდესაც გამოდიან, გვეშინია რამე ისეთი არ ითქვას, რაც საზოგადოებისთვის მართლა შოკის მომგვრელი იყოს. ბევრი რამ იციან მათ. საზოგადოებამ ბევრი რამ რომ გაიგოს, შოკის მომგვრელი იქნება მათთვის. ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ რაღაც დოზის იქით სიმართლეს რომ საუბრობ, შეიძლება რაღაცებისთვის იყოს დამაზიანებელი. მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი ჩამჯდარია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი. თუ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილია უფრო მართალი და ჭკვიანი, მაშინ ჩვენ არ დაგვიჭერს მხარს. თუ იტყვის სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიჭერს მხარს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნად არავის გადაბირების თავი არ აქვს. საკუთარი თავი ვერ გადაუბირებია, ერთმანეთს ჭამენ და სალომე ზურაბიშვილი უნდა გადაიბირონ?",- განაცხადა კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო