ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

15 ივნისი, 2022

erimedia_ravk/pe8POPCnR.webp

იმიტომაა მთავრობა, პარლამენტი და ხალხმა მმართველ პარტიას ნდობა იმიტომ გამოუცხადა, რომ რესურსი, რაციონალურად განვსაჯოთ ყველაფერი, სწორედ აქაა. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფრისთვის არაა არჩეული, ის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სიმბოლური პრეზიდენტია. მთელი პოლიტიკური რესურსი თავმოყრილია მმართველ პარტიაში და სწორედ ამ რესურსით შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რაციონალური ანალიზის საფუძველზე. ამის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ კონსტიტუცია მას ამის ბერკეტებს არ ანიჭებს. ეს გამოჩნდა ბრიფინგის ტექსტშიც - რაღაცები არ გაანალიზა თუ ვერ გაანალიზა, ამის სიღრმეში ვერ შევალ. შეიძლება ვერ გაანალიზა ან არ გაანალიზა, მაგრამ ფაქტია, ანალიზს იყო მოკლებული,

გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო