ირაკლი კობახიძე - საქართველოში თუ სადმეა კლანი, ეს პირველ რიგში არის არასამთავრობო ორგანიზაციები

ამბები
ირაკლი კობახიძე - საქართველოში თუ სადმეა კლანი, ეს პირველ რიგში არის არასამთავრობო ორგანიზაციები
ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოში თუ სადმეა კლანი, ეს პირველ რიგში არის არასამთავრობო ორგანიზაციები

1 ოქტ

erimedia_ravk/AaanNpVVR.jpeg

სინამდვილეში, თუ სადმეა კლანი, ეს არის სწორედ „ენჯეოები“. საბოლოო ჯამში, ისინი სერიოზულ გავლენას ახდენენ გარკვეულ პროცესებზე და მოქმედებენ კლანური პრინციპით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიტიკის გავლენას და გავლენიან ჯგუფებს, ამას ჩვენ გვაბრალებს ადამიანების ის წრე, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებს გავლენიან "ენჯეოებს". სინამდვილეში, თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში "ენჯეოები". ისინი, საბოლოო ჯამში, სერიოზულ გავლენას ახდენენ გარკვეულ პროცესებზე და მოქმედებენ კლანური პრინციპებით.

სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა შენ გაბრალებენ რაღაცაზე პოლიტიკურ გავლენას - სასამართლოზე ამ შემთხვევაში - ხომ უნდა გაჩვენონ, რაში იყენებ ამას, რომ რაღაცით ბოროტად სარგებლობ?! სტატისტიკა რომ უმჯობესდება, ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ბოროტად არაფრით არ ვსარგებლობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს, ზოგადად, ჩვენი გავლენა ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული იგივე მოსამართლეების არჩევა და ა.შ. მაგრამ გვაჩვენონ, სად გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება ბოროტად.

მარტივი სქემაა დალაგებული, თვითონ აქვთ ინტერესი, რომ დამნაშავეებს არ შეეფარდოთ სასჯელი, ეს ეხებოდა იგივე მელიას, სააკაშვილს, გვარამიას, რურუას და ა.შ. კრიმინალებს და აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება სასამართლოს ბრენდირება იმისთვის, რომ საკუთარი კლანის წევრები, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები დაიცვან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო