erimedia_ravk/QW-OI9LIg.webp

ირაკლი კობახიძე - სამოქალაქო ომი, მაიდანი, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტებულია

ამბები
ირაკლი კობახიძე - სამოქალაქო ომი, მაიდანი, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტებულია
ამბები

ირაკლი კობახიძე - სამოქალაქო ომი, მაიდანი, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტებულია

erimedia_ravk/QW-OI9LIg.webp
13 მაი

რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველაფერთან ერთად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია ვერ შედგება.

„ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია, ეს არის საერთო სურათი რადიკალურ ოპოზიციაში, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა. მინდა, შეგახსენოთ, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ძალადობის ნებისმიერ მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება.

აქვე მინდა, შეგახსენოთ, როცა მაიდანს გვახსენებენ, თუ რა იყო მაიდნის გაგრძელება, ეს იყო, საბოლოო ჯამში, ერთი და მეორე ომი. პირველი ომის შედეგად უკრაინამ დაკარგა თავისი ტერიტორიების 8 %, ამას მოყვა მეორე ომი და ზემოდან კიდევ 12 %-ის დაკარგვა, ეს არის უმძიმესი შედეგები, რაც მიიღო უკრაინამ ამ პროცესებიდან, მაიდნიდან პირველ რიგში. ჩვენს ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს, რომ ასეთი სცენარი განახორციელოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო