erimedia_ravk/-qlyBnCSR.webp

ირაკლი კობახიძე - სწორედ ღირსებითა და სამშობლოსთვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა

ამბები
ირაკლი კობახიძე - სწორედ ღირსებითა და სამშობლოსთვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა
ამბები

ირაკლი კობახიძე - სწორედ ღირსებითა და სამშობლოსთვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა

erimedia_ravk/-qlyBnCSR.webp
12 აგვ

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია. ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება; ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანამანათლებლო აღორძინებას. სწორედ დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, ეს იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღირსებითა და სამშობლოსთვის თავგანწირვით არის შესაძლებელი ყველაზე დიდი გამოწვევების დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება და უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა.

„დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას: „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!“ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა პრემიერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო