ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს - სასანქციო სიაში შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს - სასანქციო სიაში შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს - სასანქციო სიაში შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ

7 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/new0_2MVg.webp

ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მაღალჩინოსნებმა „ჯერ პირველად გამოქვეყნებულ სიას მიხედონ“. ამასთან, კობახიძის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ უკრაინამ საკუთარ კორუფციას მიხედოს, „ეს ადამიანები დაკავებულები არიან აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი“. „უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოზეა საუბარი, რომელმაც ეს სია გამოაქვეყნა. ამ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. რასთან გვაქვს აქ საქმე, ყველა ძალიან კარგად ხედავს. ორი ძირითადი პრობლემა აქვს დღეს უკრაინას - ერთი არის ომი, მეორე კორუფცია, რაშიც იხრჩობა. ამას მთელი თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებულები არიან აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს „მეორე ფრონტი“. როგორც კორუფცია ვერ აღმოფხვრეს საკუთარ ქვეყანაში, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა ასეთი აბსურდული ინიციატივები გაიტანონ. ზოგადად, სანქცირება შეიძლება ვიღაცისთვის არის შანტაჟის ეფექტური ინსტრუმენტი, მაგრამ რაც არ უნდა ინიციატივა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერავინ გვაიძულებს, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აქ ომი გავაჩაღოთ. უკრაინის მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით, მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. ეს ორი რამ გააერთიანეთ და მიხვდებით, რომ შანტაჟის მიზანი არის „მეორე ფრონტი“. ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟით ჩაგვრთავენ ომში, მათი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული. გამორიცხულია, რომ შანტაჟით ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ქართველ ხალხს არ სურს ომი. შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით პლებისციტიც ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს - სურს თუ არა გახსნას მეორე ფრონტი და ეთანხმება თუ არა არახამიას, დანილოვის, პოდოლიაკის და ხატია დეკანოიძის მოთხოვნას? ომის პარტიას თუ გაჰყვება ქართველი ხალხი, კი ბატონო, ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ ქართველი ხალხი ეთანხმება „ქართული ცნების“ პოზიციას, მაშინ ასე გავაკეთოთ. ფორმალური და არაფორმალური სანქციები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. არაფორმალური სანქციები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობდა შეიძლება იყოს შანტაჟის ეფექტური მექანიზმი, თუ იციან, რომ ადამიანი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ წამსვლელი ფულის გამო, მაგრამ ნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულის ფაქტორის გამო არ წავიდა საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, ეს ნაკლებად ეფექტურია შანტაჟისთვის, აქედან გამომდინარე, შედეგი ძალიან მცირეა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო