ირაკლი კობახიძე - ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება

27 ივლისი, 2022

erimedia_ravk/DfWyFiz4g.webp

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია, დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. „არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო